четверг, 5 ноября 2009 г.

დაკავებულია ტირძნისის მოსწავლეები

გუშინ დაკავებული იქნა ოსების მიერ ტირძნისის საშუალო სკოლის მოსწავლეები, 14 წლის გიორგი რომელაშვილი და ალეკო საბძე, 16 წლის ვიქტორ ბუჩუკური და 17 წლის ლევან ხმიდაშვილი. ბავშვები სოფლის მიმდინარე ტერიტორიიდან შუადღისას დაიკარგნენ.
თბილისი ოსი მარიონეტების მიერ დაკავებული ქართველი მოზარდების უპირობო გათავისუფლებას ითხოვს , ასევე მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ. არასრულწლოვანტა დაკავების ფაქტს მარიონეტული მთავრობა ადასტურებს. მათი ინფორმაციიტ ბავშვები ცხინვალში იმყოფებიან. ოჯახისათვის ბავშვების აყვანის მიზეზი უცნობია.
დიმიტრი სანაკოევმა მომხდარი შეაფასა, როგორც რუსული პროვოკაცია და არ გამორიცხავს, რომ მსგავსი პროვოკაცია გამნეორდეს რუსებისა და ოსების მხრიდან. თბილისი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას ცხინვალის მთავრობის, რომ ბავშვებს ტან ქონდათ იარაღი და ხელყუმბარა. უკვე ამ საქმეში ჩართულია ევროკავშირის დამკვირვებლები.

Комментариев нет:

Отправить комментарий